17:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 16:07:41, 825 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ნაწილმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრა.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტრასბურგში მიმდინარე სესიაზე აღნიშნული ინიციატივით უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ დელეგაციის თავმჯდომარე, დეპუტატი მარია მეზენცევა გამოვიდა.

მარია მეზენცეტავს სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პროცედურის თანახმად, ჩატარდა კენჭისყრა, რომელზეც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ასამბლეის რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების გასაჩივრებას. 

აღნიშნულ კენჭისყრაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების გასაჩივრებას ხუთი ეროვნული დელეგაციის 38-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა 61, ხოლო 51-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

საპროცედურო წესების თანახმად, აღნიშნული საკითხი გადაეგზავნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტს ანგარიშის მოსამზადებლად და ის კვირის ბოლოს განიხილება.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics