10:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 10:05:22, 637 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში შესაძლოა, უახლოეს მომავალში, საყოველთაო „ლოქდაუნის“ მესამედ დაწესება გახდეს საჭირო

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, ჟან-ფრანსუა დელფრეისის განცხადებით,  ქვეყანაში, უახლოეს მომავალში, საყოველთაო „ლოქდაუნის“ კიდევ ერთხელ დაწესება გახდება საჭირო.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საფრანგეთში გასული კვირა განსაკუთრებით კრიტიკული იყო.

ჟან-ფრანსუა დელფრეისი მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას იმოქმედოს სწრაფად კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების შეჩერების მიზნით.

პროფესორის თქმით, არსებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში შემთხვევათა შვიდ-ცხრა პროცენტს შეადგენს და მისი შეჩერება არ იქნება იოლი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics