17:07 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 19:52:50, 694 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმ ადამიანის დაკავება, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს თავზე ნაგავი დააყარა შერჩევითი სამართალია

სალომე სამადაშვილის განცხადებით იმ ადამიანის დაკავება, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს თავზე ნაგავი დააყარა შერჩევითი სამართალია.

ამის შესახებ პარტია "ენმ-ს" წევრმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც ვინმეს თავზე ურნას ამხობენ, თუმცა კანონის აბუჩად აგდებაც კატასტროფაა.

"დაკავებაზე-შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის, მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათების და მრავალი სხვა დანაშაული. გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს და კანონის პირობებში, საერთოდ 'კანონიერების' პრინციპს ეკარგება შინაარსი.

ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება. მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება. ასე რომ დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად", - წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პიროვნება პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დააკავა.

ასევე გაცნობებთ, რომ ამასთან დაკავშირებით ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი სლოგანია "სოლიდარობა ირაკლი ფანგანს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics