17:07 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 17:34:48, 658 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - სტრასბურგის გადაწყვეტილება აძლიერებს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე კარგი ამბავი შევიტყვე. აღნიშნული ადასტურებს, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, აღნიშნულია, რომ რუსეთი აკონტროლებს ორივე რეგიონს. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას მის მიმართ შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს ნორმები და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics