|
2015-10-02 13:59:52, 505 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში არ ერევა
"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია დაამტკიცოს, რომ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში არ ერევა და სასამართლოზე ზეწოლა არ ხდება. როგორც ზურაბიშვილმა საკითხის კომენტირებისას "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ვინაიდან "რუსთავი2"-ის თემა პოლიტიკური გახდა და ეჭვები არსებობს, რომ სასამართლოზე ზეწოლა ხდება, ხელისუფლებამ ეს ეჭვები უნდა გაფანტოს. "რუსთავი2"-ის თემა უკვე გახდა პოლიტიკური თემა. ბოლო ამბავს რაც შეეხება, აქ ჩემი აზრით, ერთის მხრივ, ძალიან გადაჭარბებულია საუბარი, რომ დაიხურა და ფული აღარ გვაქვს და რა გვეშველება. ვფიქრობ, რომ ყადაღის დადება არ არის ის ინსტრუმენტი, რომ მათ დაფინანსების საშუალება საერთოდ მოესპოთ. მეორეს მხრივ, პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა დაამტკიცოს, რომ აქ არ არის მისი ინტერესი. ანუ მე არ ვფიქრობ, რომ აქ "რუსთავი2" უნდა ამტკიცებდეს, რომ ხელისუფლების ინტერესია. მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, ჩვენი საზოგადოების წინაშე, ჩენზეა ეს მტკიცებულების ტვირთი, ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ აქ არ არის არაფერი ინტერესი და ხელისუფლება ამაში არ ერევა. ასეთი ეჭვები არსებობს და ხელისუფლების მოვალეობაა, რომ ეს ეჭვები გაფანტოს. არ გამოვრიცხავ ამ საქმის პოლიტიზირებას და მჭირდება მკაფიო გზავნილები ხელისუფლებისგან ამ თემაზე და არა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიაა და რას გავს - ეს ვიცი ისედაც, ნამდვილად არ ვარ დიდი თაყვანისმცემელი ამ ტელევიზიის, მაგრამ მე მჭირდება ძალიან მკაფიო პოზიცია, მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდება ჩარევა, სასამართლოზე ზეწოლა",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, თუკი თეორიულად მაინც დაუშვებენ, რომ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით, ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, რეაქცია არ დააყოვნებს. დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. "თეორიულად მაინც თუ დავუშვებთ, რომ ჩარევა ხდება, ეს არის აბსოლუტური კოშმარი და ეს არის ყველაფერი იმის გადაყრა, რასაც პირადად მეც, ჩემი პარტიაც და ყველანი ერთად ვებრძოდით "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. ეს წყალში გადაყრა იქნება, თუ აქ ეს ამბავია. თუ ჩავთვლი, რომ აქ ხელისუფლების ზეწოლაა, გარწმუნებთ, არ დააყოვნებს რეაქცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ასე არ იყოს. მე ვერც დავიფიცებ, რომ ასე არ არის და ვერც იმას დავიფიცებ, რომ ასეა. მაგრამ ეჭვები რომ არსებობს, ვალდებულია ხელისუფლება, ეს ეჭვები გაფანტოს",- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია, 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს. მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)