09:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 21:09:08, 689 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ჩვენი მთავარი მიზანია გაერთიანება, რათა დავამარცხოთ სიბრაზე, სიძულვილი, ძალადობა, დაავადებები

ჩვენი მთავარი მიზანია გაერთიანება, რათა დავამარცხოთ სიბრაზე, სიძულვილი, ძალადობა, დაავადებები, - ამის შესახებ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ ამერიკა დაამარცხებს ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას მისი მომავალი.

„ჩვენ დავამარცხებთ ყველა პრობლემას, გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას. ის რაც ჩვენი დემოკრატიის დანაკარგია, უნდა აღვადგინოთ, 1863 წლის იანვარში, აბრაჰამ ლინკოლნმა მიმართა ხალხს და თქვა, რომ „თუ ჩემი სახელი ისტორიაში ხელყოფილ იქნა, ჩემი ფიქრი და გონი მიმართული იქნება მთელი ქვეყნის მოსახლეობის, მისი გაერთიანების შესახებ" და მეც იგივეს ვფიქრობ, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ხალხი გაერთიანდეს, რათა დავამარცხოთ სიბრაზე, სიძულვილი, ექსტრემიზმი, ძალადობა, დაავადებები, ეს ჩვენ მხოლოდ გაერთიანებით შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია ჯერ კიდევ და მუდამ შევძლებთ კარგი საქმეების კეთებას, რათა გადავარჩინოთ შვილები, სკოლები, მათი განათლება, დავამარცხოთ ეს ვირუსი და დაავადება, აღვადგინოთ და ფეხზე დავაყენოთ ამერიკა კიდევ ერთხელ სიკეთის ასაშენებლად.", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ის აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics