|
2021-01-16 17:26:01, 847 ნახვა
პოლიტიკა
რურუა ელისაშვილს: ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ივანიშვილს
"მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც გიორგი რურუა აღნიშნავს, მის დაკავებაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. "ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში,პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს,დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში. და ბოლოს, მინდა განვაცხადო,რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას", - წერს გიორგი რურუა. შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გამოსვლის საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)