08:04 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 11:02:36, 757 ნახვა

სამართალი
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე და შპს „არქიმედეს“ დირექტორი გენადი ამბროლაძე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ მჭედლიძემ მოქალაქეს სამშენებლო პროექტის დაჩქარებული წესით დამტკიცებაში დახმარების  სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 300 ლარი. აღნიშნული თანხა მან გენადი ამბროლაძის დახმარებით აიღო.

თეიმურაზ მჭედლიძე და გენადი ამბროლაძე ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338 მუხლის პირველი ნაწილით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics