2021-01-16 10:20:44, 904 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან „სამოგზაურო დერეფნებს“ კეტავს
გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან „სამოგზაურო დერეფნებს“ კეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ აქვეყნებს.
როგორც მედია იუწყება, აღნიშნულის მიზეზად დასახელდა ის, რომ ქვეყანა „კოვიდ19“-ის „ჯერ კიდევ ამოუცნობი ახალი შტამების რისკისგან დაიცვას“.
პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი წესები მინიმუმ 15 თებერვლამდე იმოქმედებს.
„არსებობს საზღვარგარეთიდან ახალი შტამების შემოტანის რისკი, ახლა უნდა გადადგათ დამატებითი ნაბიჯები, რომ ამ შტამებმა არ შემოაღწიოს ქვეყანაში“, - განაცხადა ჯონსონმა.
შეზღუდვების თანახმად, ყველა მოქალაქე ვალდებულია ბრიტანეთში ჩასვლისას კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი წარადგინოს. გარდა ამისა, ყველა პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან