|
2015-10-01 17:25:45, 777 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ს ელჩს იან კელის შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, ხაზი გაესვა, პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ორი ქვეყნის წარმატებული და შედეგიანი ურთიერთობების მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არსებული საფრთხეები და ახლადშექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცება და გააქტიურება. ვახტანგ გომელაურმა და იან კელიმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გამოკვეთილ პერსპექტივებზე. „პირველი შეხვედრა მქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან. ეს იყო ძალიან პროაქტიური შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეეხო. ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენი კოოპერაცია. მე მადლობა გადავუხადე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ყველაფრისთვის, რასაც მისი სამსახური აკეთებს, გვეხმარება ჩვენ და იცავს ადამიანების უსაფრთხოებას. ვისაუბრეთ საზღვრის დაცვის ასპექტებე და კონტრტერორიზმის საკითხებზე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)