14:04 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-10 16:35:38, 1185 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესმენი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოსა და NATO-ს სხვა მოკავშირეებზე რუსეთის თავდასხმებს წინ აღუდგება

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს საქართველოსა და NATO-ს სხვა მოკავშირეებზე, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა „ამერიკულ ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც კონგრესმენმა განაცხადა, აშშ არ აპირებს პუტინის მიმართ შემწყნარებლობას.

„ჩვენ წინ აღვუდგებით, ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებს და დემოკრატიებს მთელ ევროპაში.

 ამიტომ, არ ვაპირებთ პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც ხდება უკრაინაში, ყირიმში. ჩვენს მოკავშირეებს გვერდში დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით“, - აღნიშნა კონგრესმენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics