|
2015-10-01 11:27:33, 591 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პირველმა პირმა სიტყვით მიმართა და ქართველი ემიგრანტების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებთან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ პროცესებზე, ქვეყნის საგარეო კურსზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველი ემიგრანტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიზნესში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების, როგორც გამოცდილ მეწარმეთა უნარების გამოყენება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. "უმნიშვნელოვანესი საკითხია აქტიური ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენს დიასპორასთან და მათ მოთხოვნებსა და ინტერესებზე აქტიური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან. ამ დიალოგში, უნდა არსებობდეს ინფორმაცია საჭიროებების და ინტერესების შესახებ და ამ მოთხოვნებს სახელმწიფო, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა პასუხობდეს. ემიგრანტების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც შესაძლებელია თქვენი ჩართვა და ეს, პირველ რიგში, სახელმწიფო მმართველობაა. თქვენ ხართ ნაწილი იმ საზოგადოების, ისეთი სახელმწიფო მოწყობის, რომლისკენაც მიისწრაფვის საქართველო“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრი და საქართველოს გენშტაბის უფროსი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. დისკუსიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და დელეგაციის წევრებმა ქართული დაისპორის წარმომადგენლებისათვის მიღება გამართეს. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრა ნიუ-იორკში მცხოვრებ დიასპორასთან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)