13:11 - 30 Jul, 2026
|
2020-12-30 14:33:37, 843 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე ეჭვობს, რომ მმართველმა გუნდმა „მოქალაქეებთან“ და „გირჩის“ პირველ განაყოფთან ცალკეული კონსულტაცია გამართა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ეჭვობს, რომ „ქართული ოცნება“ პარტია „მოქალაქეებთან“ და „გირჩის“ პირველ განაყოფთან ცალკეულ კონსულტაციებს აწარმოებს. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს საერთაშორისო ფორმატის გარდა არ აწარმოებს. „ჩვენ ცალკე არ დაველაპარაკებით „ქართულ ოცნებას“ იმ ფორმატის გარდა, რომელიც დღეს არსებობს და ეს არის საერთაშორისო ფორმატი. მათ ჰქონდათ ცალკე კონსულტაცია, ორ პარტიაზე მაქვს მეტ-ნაკლებად ასეთი წარმოდგენა. ეს არის ალეკო ელისაშვილის პარტია და „გირჩის“ პირველი განაყოფი. თუმცა, დადასტურებულად ესეც არ ვიცი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)