03:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 19:36:38, 680 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ვალის მოცულობაზე - 60% არ არის პრობლემა, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რათა მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ თანხების მობილიზება, როგორც ეს ახლა შევძელით, -  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ვალთან დაკავშრებით მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ  მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს მაჩვენებელი 55%-ზე ჩამოვიყვანოთ. თუმცა, დღეს წინასწარ თქვა 2024 წელს, რა მოცულობის იქნება ვალი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულირება.  მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ  60%-იანი ნიშნული. საკუთრივ 60 პროცენტი არ არის პრობლემა. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყვნენ ამ მოცულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 7-8 წელიწადში ერთხელ, არის სხვადასხვა ტიპის კრიზისები, არა ამ მასშტაბის, რომელიც ალბათ საუკუნის კრიზისია, არამედ სხვადასხვა ტიპის გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რომ რაღაც პერიოდში,  თუ დაგვჭირდა, იოლად შევძლოთ თანხების მობილიზება. ჩვენი ვალის მოცულობა იყო 40%-იან ნიშნულზე, სწორედ ამიტომ, ძალიან იოლად შევძელით მოლაპარაკება  1,5 მილიარდ დოლარზე. დღეს, უკვე ვსაუბრობთ 1,9 მილიარდზე, რომელსაც ჯამურად წელს და წლის პირველ კვარტალში მივიღებთ. მომავალშიც, როდესაც შეიძლება რაღაც ტიპის კრიზისი მოხდეს და კიდევ დაგვჭირდეს თანხა, უნდა გვქონდეს ამისთვის სივრცე. მეორეს მხრივ, კანონიც გვავალდებულებს, ვალის მოცულობა იყოს 60%-ზე ქვემოთ, ამიტომ,  ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაროთ ისეთი ვალის ნიშნულით, რომ  გვქონდეს საჭირო ფისკალური სივრცე, რათა კონკრეტული კრიზისის, იქნება ეს ფინანსური, ეკონომიკური თუ რეგიონული, ვუპასუხოთ მას", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics