15:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 15:46:32, 593 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური ავღანეთში დაღუპული მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მთავრობის წევრებთან ერთად, ავღანეთში დაღუპული მებრძოლის - ვასილ ყულჯანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ქედს ვიხრით ასეთი გმირების წინაშე. ძალიან მძიმეა თითოეული ვაჟკაცის დაკარგვა ჩვენი ქვეყნისთვის“,  - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics