21:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 16:06:36, 1080 ნახვა

მსოფლიო
რეჟიმი თავის გზას ასრულებს - ირანის მემკვიდრე პრინცი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯაზე

"სისხლიანი რეჟიმი თავის გზას ასრულებს, ცდილობს მოკლას ათასობით, რუჰოლა ზამი. - ამის შესახებ, ირანის უკანასკნელი შაჰის მუჰამედ რეზი ფაჰლავის შვილმა, მემკვიდრე პრინცმა რეზა ფაჰლავიმ თავის ტვიტერზე დაწერა.
"ირანის გამოღვიძებული შვილები არ მისცემენ, რეჟიმს უფლებას გაიტაცონ ადამიანები და დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი, არ მისცემენ უფლებას რეჟიმს, დაარღვიონ მათი უფლებები სასამართლოში. ჩემი თანაგრძნობა, რუჰოლა ზამის ოჯახს, მეუღლეს და შვილებს. ის გახდა სისხლიანი რეჟიმის უდანაშაულო მსხვერპლი" - წერს რეზა ფაჰლავი.
რეზა ფაჰლავი ირანის უკანასკნელი შაჰინშაჰის მუჰამედ რეზა ფაჰლავის უფროსი ვაჟიშვილია, ირანის შაჰზადე (პრინცი) და ტახტის მემკვიდრე. მაასთან არის, ირანის ნაციონალური საბჭოს დამფუძნებელი. ცხოვრობს აშშ-ში.

ზამი Amadnews-ის ვებ-გვერდს ხელმძღვანელობდა. Amadnews-ი პოპულარული ანტი-სამთავრობო ფორუმია, რომელსაც ირანი 2017-2018 წლის აქციების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. საინფორმაციო ვებგვერდს 1.4 მილიონი გამომწერი ჰყავს Telegram-ზე. Amadnews-მა 2017-2018 წლების აქციების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა. რის შემდეგაც ის ირანის მთავრობამ დაბლოკა.
რუ­ჰო­ლა ზამი 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა კი მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში მი­უ­სა­ჯეს. ჟურ­ნა­ლის­ტი „გლო­ბა­ლურ კო­რუფ­ცი­ა­ში“, ჯა­შუ­შო­ბა­სა და ირა­ნის მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.
რუჰოლა ზამი 12 დეკემბერს დილით, თეირანში ჩამოახრჩეს. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics