2020-12-06 17:07:26, 705 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერი სხვა პოზიცია იქნება ღალატი
„ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერი სხვა პოზიცია იქნება ღალატი“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებტან განაცხდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია პარლამენტში შევა თუ ხელისფულება ახალ არჩევნებს ჩანიშნავს.
„ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, არც ერთი პარტიის წევრი არ შედის პარლამენტში.
ეს რამდენჯერაც არ უნდა მკითხოს ჟურნალისტმა, მექნება იგივე პასუხი. გავიმეორებ, რომ ოლიგარქმა არ მოიგო არჩევნები, მან დაიწერა არჩევნების შედეგები, ისე როგორც მას სურდა.
ამის დაკანონებას ხელს არავინ არ შეუწყობს. ჩვენ წარმოვადგნეთ ამომრჩეველს, ხალხს და მათი განწყობა და პოზიცია ცნობილია, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათი სახელით და ნებისმიერი სხვა პოზიცია ღალატია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,