18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-06 15:33:42, 581 ნახვა

სამართალი
სამოქალაქო აქტივისტები, ნიკა ნარსია, გიორგი კაპანაძე და გივი ცინცაძე მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა

სამოქალაქო აქტივისტები, ნიკა ნარსია, გიორგი კაპანაძე და გივი ცინცაძე სასამართლომ გაათავისუფლა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ივანე არღნიაშვილმა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, ივანე არღნიაშვილმა, დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი 15 დეკემბრამდე გადადო, დაცვის მხარის ეს მოთხოვნები განპირობებული იყო პოლიციის ვიდეოკადრების ფაილებით, რომლის შესწავლასაც, მათივე განცხადებით, გონივრული დრო სჭირდება,

საქმე ეხება დაკავების და პროტესტის გამოხატვის მომენტს.

„ადვოკატებმა დავაყენეთ შუამდგომლობა რომ სასამართლო გადადებულიყო გონივრული ვადით, იმ საფუძვლით, რო გავცნობოდით მტკიცებულებებს, შსს-მ წარმოადგინა ფირები, რომელზეც მათი განმარტებით ასახულია, ე.წ სამართალდარღვევები, ამის შესასწავლად საჭიროა დრო და სწორედ ამ საფუძვლით გადადო მოსამართლემ პროცესი და მისი გაცნობის საშუალება მოგვცა.

4 დაკავებული დარბაზიდან გათავისუფლდა და 15 დეკემბერს ჩაინიშნა პროცესი“, - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტის ადვოკატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics