07:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 15:32:29, 1366 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - ვაქცინაცია გლობალურ მშპ-ს დაეხმარება

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია წელს, გლობალური მშპ-ს 4.2%-ით შემცირებას პროგნოზირებს. ამავდროულად, ექსპერტების აზრით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის პერსპექტივები გაუმჯობესდა, განსაკუთრებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების გამო. 

2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4.25%-ით, 2022 წელს კი, 3.7%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ "ევრონიუსი" წერს.

ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანხელ გურრიამ აღნიშნა, რომ არსებობს იმედები, თუმცა კრიზისი გადალახული ჯერ არ არის.

"2022 წლის ბოლოსთვის გლობალური მშპ შემცირდება დაახლოებით შვიდი ტრილიონი დოლარით, ვიდრე ის პანდემიის დაწყებამდე იყო და ეს არის აშშ-ის ეკონომიკის მესამედი, რაც ნიშნავს, რომ კრიზისი იქნება საკმაოდ მწვავე", - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ელოდება, რომ ევროზონის მშპ წელს 7,5%-ით შემცირდება, მომავალში კი 3.6%=ით გაიზრდება. წარმოება კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდს მხოლოდ 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. 

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ევროზონის ქვეყნების ფისკალრი პოლიტიკა მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდაჭერას. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ ჩინეთის ეკონომიკის აღდენა ხელს შეუწყობს მსოფლიოში მშპ-ს დაბრუნებას კრისისამდელ ეტაპზე და აღნიშნულს, 2021 წლის ბოლოსთვის ელოდებიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics