14:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 10:43:31, 570 ნახვა

საზოგადოება
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალაჰუდინ რაბანიმ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

მან ავღანეთის მთავრობის სახელით მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა  და  საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ავღანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში შედგა. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.

საქართველომ კვლავ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს ავღანეთის მხარდაჭერა, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე კარგი მმართველობის სისტემის დანერგვის კუთხით
 გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი სატრანზიტო, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში საერთო რეგიონალური პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. მათ შორის ნაყოფიერ მუშაობას  "lapis lazuli"-ს შეთანხმების პროექტის ფარგლებში.

ავღანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგას დაუდასტურა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობა. მან გიორგი კვირიკაშვილს გაუზიარა ავღანეთის მთავრობის ხედვა ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმებზე.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics