09:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 15:57:56, 731 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს და  გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს  ოფისის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს შეხვდა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის  (UNFRA) საქართველოს  ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ - ეკონომიკური რეაგირება COVID-19 -თან დაკავშირებულ გამოწვევებზე.  პროექტი მიმდინარეობს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კასპშიც.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები,  რომელიც ეხება ხანდაზმულთათვის სხვადასხვა სახის  დახმარების,  მომსახურებისა და ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მარტოდ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს გადასცეს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები.

მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ნათია ლოლაძეს და ლელა ბაქრაძეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ მარტოხელების დახმარებისათვის,  ასევე  გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის.

#COVID19წითელიჯვარიგაეროსმოსახლეობისფონდი





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics