14:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 10:01:13, 709 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს და თურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის კატარღა „TCSG-95“ შემოვიდა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და თურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.

ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ღია ზღვაში ერთობლივი მანევრები და ძებნა-გადარჩენის ოპერაციები განახორციელეს. სწავლებაში მონაწილეობდნენ თურქული კატარღა "TCSG-95" და ქართული კატარღები ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (P-102) და „ბათუმი“ (P-103).

საზღვაო წვრთნები, თურქეთსა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს და შავ ზღვაზე უსაფრთხოებას გააძლიერებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics