12:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 09:46:24, 567 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა ფოტომოყვარულებსა და ფოტოგრაფებს სამინისტროს ინოვაციური ტექნოლოგია გააცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ახალი ინოვაციური ტექნოლოგია ფოტომოყვარულებსა და პროფესიონალ ფოტოგრაფებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროექტის - “Google Chrome Extension” პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, იქმნება Google Chrome Extension, რომელიც ყოველი ახალი ტაბის (New Tab) გახსნისას,  გადაღებული ფოტოს მეშვეობით საქართველოს ლანდშაფტსა და ბიომრავალფეროვნებას  საზოგადოებას გააცნობს.

Extension განთავსდება Google მაღაზიაში და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება საკუთარ კომპიუტერზე დააყენოს. პროექტი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების ჩართულობით განხორციელდება.

„ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს ეძლვათ შესაძლებლობა პოპულარიზაცია გაუწიონ როგორც საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებსა და ლანდშაფტებს, ასევე საკუთარ შემოქმედებას“, – აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics