|
2015-01-29 13:27:44, 1476 ნახვა
სამართალი
ირაკლი აბესაძე: სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს და მერმა ამას ხელი არ უნდა შეუშალოს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა და დედაქალაქის მერიიდან გათავისუფლებული თანამშროლების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მერიის თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს და სამსახურში უნდა აღადგინონ, დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს. ,,სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიიდან გათავისუფლებული 3 ადამიანი აღდგენილია სამსახურში, რითაც მათი გათავისუფლების უკანონობა დადასტურდა. საქმე ეხება სამ ყოფილ თანამშრომელს: მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ხაბეიშვილს, ამავე სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის წამყვან სპეციალისტ ნინო ქაცარავასა და ამავე სამსახურის ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელ გირშელ ბართაიას. აღნიშნული პირები სასამართლომ თანამდებობებზე 27 იანვარს აღადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)