19:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 21:03:47, 1873 ნახვა

ომი უკრაინაში
კომპანია ფაიზერის მიერ შექმნილმა კოვიდ19-ის ვაქცინამ 90%-იანი კლინიკური ეფექტი აჩვენა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა.

როგორც კომპანია Pfizer-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლუა აცხადებს, კოვიდ19-ის ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზის პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ აღნიშნული ვაქცინა კოვიდ19-ის პრევენციას ახდენს.

ამასთანავე, ის აცხადებს, რომ ათასობით ადამიანში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ დამატებით მონაცემებს უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებენ.

ამავე კომპანიების განცხადებით, 2020 წელს ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი აღნიშნულ მაჩვენებელს გაზრდიან 1,3 მილიარდამდე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics