|
2020-10-31 10:56:36, 2205 ნახვა
კახა კალაძე - ვაფრთხილებ ყველას, ვინც გაბედავს არასწორ ქმედებას, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტას სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. „ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველა იხდის თავის მოქალაქეობრივ ვალს. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტას სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე, კოალიციის შექმნის აუცილებლობა არ არის. „კოალიციის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არის, არ იქნება ამის აუცილებლობა, რადგან იმხელა მხარდამჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, კოალიციის აუცილებლობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ოცნებას“ ექნება 40%-ზე ნაკლები, შესაბამისად ამის აუცილებლობა არ არსებობს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მანვე დასძინა, რომ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები ცდილობენ საარჩევნო პროცესსში არეულობის შეტანას, თუმცა არასწორი ქმედების შემთხვევაში, დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით. „არანაირი კარუსელი არ არსებობს, ამასთან დაკავშირებით პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთა განცხადება, დესტრუქციული, რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან არეულობის შემოტანას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, ვინც გაბედავს არასწორ ქმედებას, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით’, - დასძინა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)