15:59 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 11:59:28, 457 ნახვა

პოლიტიკა
პარიზის მერი კახა კალაძეს: მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს აკავშირებს, ახალი პროექტებით კიდევ უფრო გამდიდრდება

პარიზის მერი ან იდალგო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისელ კოლეგას, კახა კალაძეს მადლობის წერილს უგზავნის.

წერილში იდალგო თბილისსა და პარიზს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.                                                                                             

„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ მოსალოცი წერილისთვის, რომელიც პარიზის მერის პოსტზე ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით გამომიგზავნეთ. თქვენი წერილი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს,  საფრანგეთსა და საქართველოს აკავშირებს, განსაკუთრებით ფრანკოფონიისა და კულტურის მიმართულებით, მერწმუნეთ, კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი პროექტებით. მინდა გითხრათ, რომ მე კვლავაც ყურადღებით მოვეკიდები თბილისის აბრეშუმის მუზეუმის განახლებას, რომელშიც ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია მონაწილეობს“, - მიმართავს ან იდალგო კახა კალაძეს.

პარიზის მერი ქვეყნის ხელისუფლებას და დედაქალაქის მოსახლეობას პარიზის მეგობრობას კიდევ ერთხელ უდასტურებს.

„ჩემი მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფრანკოფონიის სფეროში, არნო ნგატშა, როცა სურვილს გამოთქვამთ, თქვენთან ერთად განიხილავს თანამშრომლობის მიმართულებებს, რომელიც შეიძლება პარიზსა და თბილისს შორის დაისახოს. გთხოვთ, გადასცეთ პარიზის მეგობრობა თქვენი ქვეყნის ხელისუფალთ და თქვენი ქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნავს ან იდალგო თბილისის მერისადმი გაგზავნილ წერილში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics