15:58 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 12:06:23, 447 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ჩასაფრებულია და ელოდება თავის ჯერს

სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ჩასაფრებულია და ელოდება თავის ჯერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქაოსური სიტუაციის შექმნას, რათა ამით გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ.

„არის ერთი საკითხი, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო. ყველა შეხვედრის დროს ვრწმუნდები, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ვიდრე ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური სუბიექტი. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, ის არსად არ წასულა, ელოდება თავის ჯერს, ჩასაფრებულია და ფარისევლური ბოდიშებით უნდა, თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებას. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასულები იმისთვის, რომ იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქაოსური სიტუაცია შექმნან, იქნებ ამ ქაოსსა და ამღვრეულ წყალში რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის, სად არის სიმართლე და ზუსტად იციან, რა არის პრობლემები ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics