|
2020-10-27 14:20:31, 490 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - სამეგრელოში, სხვა რეგიონების მსგავსად, გაზიფიცირება ინტენსიურად მიმდინარეობს და 2021 წლისთვის 92 დასახლებული პუნქტის 40 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება
„გაზიფიცირების სამუშაოები ყველა რეგიონში ძალიან ინტენსიურად მიდის, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, თუმცა, განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოში, სადაც 2012 წლადე გაზიფიცირების დონე ძალიან დაბალი იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, 2021 წლისთვის სამეგრელოში ყველაზე მეტი - 92 დასახლებული პუნქტი და 40 ათასზე მეტი ოჯახი იქნება გაზიფიცირებული. „გაზიფიკაცია ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სოციალური ყოფის გაუმჯობესება, არ არის მხოლოდ ჩვენი კომფორტი და გაზი სახლებში. ეს არის ახალი შესაძლებლობა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეს არის ახალი შესაძლებლობა მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. სამეგრელო ტრადიციულად ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა სამეწარმეო პროექტში. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, რომ არ ჩავთვალოთ უკვე განხორციელებული ათასობით სასოფლო-სამეურნეო პროექტი, ბოლო წლებში 20 ინდუსტრიული საწარმო დაფინანსდა, 28 მცირე და საოჯახო სასტუმრო, 914 მიკროგრანტი გაიცა. როგორც იცით, ამ დღეებში მიმდინარეობს განაცხადების მიღება მიკროგრანტების მიღებაზე და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ სამეგრელოა, საიდანაც 1800-მდე განაცხადი უკვე შემოვიდა მიკროგრანტების და მცირე ბიზნესის დაწყების მსურველთგან", - აღნიშნა ნათია თურნავამ. წალენჯიხაში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი - 1 მილიონ 400 ათასამდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში. მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაშია შესულია და გაზი მიეწოდება 312 ათასზე მეტ ოჯახს 1000 - ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. 2019-2021 გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2021 წლის ბოლოს, გაზგამანაწილებელ ქსელში დამატებით 90,000-მდე აბონენტი ჩაერთვება.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)