|
2020-10-26 16:43:26, 838 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ეხ, DeepFake-ს სისტემით გაყალბების გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, ვაი მაგათ პატრონს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას“ პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების’ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია არჩევნებზე გაიმარჯვებს და მმართველი გუნდი უნდა მოემზადოს ხელისულების ოპოზიციისთვის მშვიდობიანად გადაბარებისთვის. „ეეხ... ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა, საიდა გაიგო, რომ მე აქედან და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებენ, როგორც თვითონ სწორად თქვა DeepFake-ის სისტემის არჩევნების გაყალბებას. ასე ტრიალებს იმედზე, მაგათ სხვა არხებზე, ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა, კიდევ კარგი რომ დროზე გაიგეს. მსოფლიოში პირველი უნიკალური მაგალითი იქნება, როცა ოპოზიცია აყალბებს არჩევნებს. ეს ხუმრობით და ისე, ვაი მართლა მაგათ პატრონს, აგებენ არჩევნებს დიდი უპირატესობით და დაიწეს ლაპარაკი, თურმე ჩვენ გავაყალბებთ არჩევნებს, სინამდვილეში რაზეც შეშფოთდნენ, რომ პირველად ამ არჩევნების განმავლობაში, ადრე რომ ვიქცეოდით იდეალური მსხვერპლივით, შევქმენით უკრაინელი სპეციალისტების და უცხოელების დახმარებით ინგლისში სახისა და სხეულის ამოცნობის სისტემა, რომელიც მათ კარუსელებს პრაქტიკულად დაუბრკოლებელ ბარიერებს უქმნის და ძალია შეშფოდნენ, აღარ იციან ახლა რა ქნან, იმიტომ რომ გაყალბებული სიები აქვთ, აპირებენ არარსებულ ხმას მიაცემინონ ხმა, ეს არის ივანიშვილის ბოლო იმედი. აბა კამპანიას ეგ არ აწარმოებს და საარჩევნოში ბრძოლაში ეგ არ იმყოფება, მაგრამ მაინც არაფერი არ გამოუვა. არჩევნებს დავაკვირდებით, არჩევნებზე გავიმარჯვებთ და მოემზადონ გუდა-ნაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარებთ ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნავონ. ეს არის და ეს. ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია DeepFake-ით ამზადებს მასალას, რომელსაც არჩევნების წინა დღეს ან იმავე დღეს გაავრცელებენ.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)