2015-09-21 18:36:53, 501 ნახვა
პოლიტიკა
ქუმსიშვილი იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, განსაკუთრებით, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში.
შეხვედრაზე აქცენტი სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიმართულებით გაკეთდა.
საუბარი წარიმართა ბიზნეს-ფორუმების გამართვის შესაძლებლობაზე საქართველოსა და იტალიაში, რომლის დროსაც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიების საშუალება მიეცემათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან