01:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 12:37:29, 741 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - კოვიდის დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, „პისიარის“ მსგავსი პროტოკოლით იქნება გამოყენებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტები „პისიარ“ ტესტის მსგავსი პროტოკოლით იქნება გამოყენებული. 

მისი თქმით, მსოფლიოში სულ ორი ასეთი ტესტი არსებობს და მათგან ერთ-ერთი საქართველოშიცაა. 

„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ოღონდ არა ყველა სახის სწრაფი ტესტი, არამედ მხოლოდ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება ცხივირიდან ნაცხის აღებით, დიაგნოსტიკისათვის ისეთივე პროტოკოლით გამოიყენება როგორც პეჯეერი. მსოფლიოში სულ ორი ასეთი ტესტია, რომელიც აღიარებულია. ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ეს არის როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაციები, ასევე ამერიკის „ეფდიეის“ მიერ აღიარებული. მათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისთვის პეჯეერის გამოყენება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics