03:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 10:43:30, 458 ნახვა

კომენტარი
არჩილ ბენიძე - ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს!

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არჩილ ბენიძე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.

ბენიძის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობაში შიშს ნერგავს და ადამიანებს, რომლებსაც "პატრიოტთა ალიანსის" სახელით საარჩევნო კომისიაში მოხვედრა სურთ, სამსახურის დატოვებით ემუქრება.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, საქართველოში არის განწყობა იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილებები და 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს "პატრიოტთა ალიანსს!"

"სამართლიან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დიდი სირთულეებია. ხელისუფლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს შიშს ნერგავს მოსახლეობაში, რათა ისინი აგიტაციის პერიოდში შეხვედრებზე არ გამოვიდნენ. ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. რამდენიმე საჯარო მოხელეს, რომელსაც  "პატრიოტთა ალიანსის" სახელით საარჩევნო კომისიაში მოხვედრა სურდა, დაემუქრნენ, რომ სამსახურს დაატოვებინებდნენ. ეს არის საშინელი ფაქტი, რომელიც წინა ხელისუფლებიდან "ქართულმა ოცნებამ" გადმოიღო. მათ ჰგონიათ, რომ, თუ ადამიანი საჯარო სამსახურში მუშაობს, აუცილებლად მათი ამომრჩეველი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში არის განწყობა იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილებები და 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს "პატრიოტთა ალიანსს!", - განაცხადა არჩილ ბენიძემ.

https://youtu.be/cvJWxPE5Ids





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics