14:11 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 15:16:08, 723 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ოთხ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები მოხსნეს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვხსნათ ჩვენი კანდიდატურები მაჟორიტარულ ოლქებში (4 საარჩევნო ოლქში) და მთელი ძალისხმევა მივმართოთ არჩევნების პროპორციული ნაწილისაკენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებაში ვართ დარწმუნებულნი“, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ემზარ კაკულიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარებს არ აქვთ რეალური გამარჯვების, ან მეორე ტურში გასვლის შანსები. პარტიის მხარდამჭერებისა და მოხალისეების მიერ ჩატარებული გამოკითხვებისა და კვლევების თანახმად, შედეგი სწორედ ამგვარი დაიდო.

ემზარ კაკულიას განმარტებით, ამ ეტაპზე უმჯობესია, ის მცირე რესურსი, რომელიც პარტიას რეალურად შერჩა, მიმართული იქნას, სწორედ პარტიული ხმების მობილიზებაზე. ამ ეტაპზე მაჟორიტარის კანდიდატურა მოხსნილი არაა მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში, რომელშიც „თავისუფალ დემოკრატებს“ წარდგენილი ჰყავთ ვიტალი დარასელია.

„ჩვენ ვართ რეალისტები და ბევრი ოპოზიციური პარტიისაგან განსხვავებით, რეალურად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს.

სამწუხაროდ, ჩვენს მაჟორიტარებს არ აქვთ პირველივე ტურში გამარჯვების ან მეორე ტურში გასვლის რეალური, მაღალი შანსები, რის გამოც გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი რესურსი (და პირველ რიგში საუბარია ადამიანურ რესურსებზე), მივმართოთ პარტიული ხმების მობილიზებაზე, რათა პარტიას ჰყავდეს მეტი წარმომადგენელი, ხელისუფლების რეალური პრობლემების და ხარვეზების გამკრიტიკებელი ოპონენტი საქართველოს პარლამენტში.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვხსნათ ჩვენი კანდიდატურები მაჟორიტარულ ოლქებში და მთელი ძალისხმევა მივმართოთ არჩევნების პროპორციული ნაწილისკენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებაში ვართ დარწმუნებულნი“, - განაცხადა ემზარ კაკულიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics