14:11 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 13:05:32, 689 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანთან უშუალო კონტაქტის გამო, მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია

დეპუტატ ნინო წილოსანთან უშუალო კონტაქტის გამო, მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთანავე, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საარჩევნო წევრის არც ერთი სხვა წევრი არ იმყოფება იზოლაციაში.

„რაც შეეხება პარტიაში კორონავირუსის გავრცელებას, ორ დეპუტატს დაუდასტურდა ინფექცია, ესენი არიან ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი. მამუკა მდინარაძე რის იზოლაციაში გადასული, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან. სხვას უშუალო კონტაქტი ამ დეპუტატებთან არ უფიქსირდება, აქედან გამომდინარე, იზოლაციაში არის გადასული მამუკა მდინარძე, რაც პრობლემას ქმნის, ბუნებრივია, საარჩევნო შტაბში, ვინაიდან მას ჰქონდა აქტიური და მნიშვნელოვანი როლი საარჩევნო შტაბის მუშაობაში. შტაბის სხვა წევრები იზოლაციაში არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პირველადი კონტაქტი ან რაიმე მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულებთან არ უფიქსირდებათ,“- განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics