18:57 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 12:32:31, 385 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილის შეფასებით, უგულავას საქმე სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში „საამაყო ფურცელი“ არ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შესაძლოა, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში აღმოჩნდეს, როგორც ერთ-ერთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი მოვლენა.

თუმცა, უსუფაშვილის თქმით, ეს პროცესი არ იყო ყველაზე უფრო „საამაყო ფურცელი“ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

უსუფაშვილს პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ძირითად საქმეებზე სასამართლო პროცესები წელიწადნახევარზე მეტია გაგრძელდა.

„ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ სანამ სასამართლოს განაჩენით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული მანამდე ადამინი არის უდანაშაულო. რაც არ უნდა წარმოდგენები გვქონდეს ჩვენ მასზე, რაც არ უნდა მოგვწონდეს ვინმე ან არ მოგვწონდეს. წინასწარ პატიმრობას აქვს თავისი ვადები. ყველა და მათ შორის პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო ორგანოები უნდა ჩაეტიონ ამ ვადებში. ეს ვერ გაგრძელდება დაუსრულებლად. სასამართლო პროცესები ძირითად საქმეებზე მიმდინარეობდა წელიწადნახევრზე მეტია. მე პირადად პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ეს საქმეები სასამართლოში ამ დროის განმავლობაში არ უნდა გაგრძელებულიყო. ორივე მხარეს ვისურვებდი, რომ მეტი დამაჯერებლობა ჰქონდეს. მათ ხელთ არსებული პროცედურული იარაღი ის, რაც საკონსტიტუციო კოდექსით დადგენილია მბრალდებელის თუ დაცვის მხარისთვის უფრო ცივილურად იყოს გამოყენებული“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics