|
2020-10-17 15:22:31, 720 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამარჯვებული პარტიის სულისკვეთებას გამოხატავდა
„გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამოხატავდა გამარჯვებული პარტიის სულისკვეთებას“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიამ, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება განახლებული რესურსებით. „ნაციონალური მოძრაობის“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო მასშტაბური და ამაღელვებელი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, თითქოს ენმ გაქრა რადარებიდან, პარტიამ რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება განახლებული რესურსებით. გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამოხატავდა გამარჯვებული პარტიის სულისკვეთებას. რაც შეეხება ეპიდემიის გავრცელების საშიშროების დაკავშირებას გუშინდელ აქციასთან, ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ განაპირობა ინფიცირებულების ზრდა. მაშინ, როცა ხალხი ყველაზე მკაცრი აკრძალვებით გამოკეტეს სახლებში, ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ მეორე ტალღის რისკებზე, რაც არ გააკეთეს და ახლა ურცხვად ცდილობენ დაუცველ ხალხზე ხელების შეწმენდას. აქვე საგანგებოდ მინდა ავღნიშნო, რომ ენმ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, თუმცა ეს მოხდება ყველა რეგულაციის დაცვით“, - წერს სააკაშვილი.
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)