06:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 10:42:08, 1389 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს

პარიზის მახლობლად, ქალაქ კოფლან-სენტ-ონორინში ადგილობრივი კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს.

აღნიშნულის შესახებ Meduza იუწყება.

Le Figaro-ს და Actu17-ის თანახმად, მასწავლებელმა საკლასო ოთახში სტუდენტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა და სიტყვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა.

თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ერთ-ერთი სტუდენტის ნათესავია, რომელიც წარმოშობით ჩეჩენია და 18 წლისაა.

მკვლელობამდე თავდამსხმელმა „ტვიტერში“ თავმოკვეთილი პროფესორის ფოტო დადო და დაწერა: „მაკრონ, ურწმუნოების ბელადო, მე სიკვდილით დავსაჯე შენი ერთ-ერთი ძაღლი, რომელმაც გაბედა მუჰამედის შეურაცხყოფა“.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და ოთხი პირი დააკავა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics