2020-10-12 11:48:37, 1679 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - აჭარაში შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა საჭიროდ არ ჩაითვალა
„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მცირე ერთი კვირის განმავლობაშ მაინც უნდა იყოს აჭარაში შემთხვევების სტაბილური კლება, რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ შემზღუდველი ღონისძიეებების მოხსნა. ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ გარკვეული ერთი ინკუბაციური პერიოდი არ გავა, ამ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა არ მოხდება. სულ მცირე ერთი კვირა მაინც სტაბილურად მცირე რაოდენობა უნდა იყოს, მანამდე რეკომენდირებული არაა შეზღუდვების მოხსნა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან