10:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 12:51:02, 794 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - „ქამრის“ მგზავრებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა გიორგი შაქარაშვილი მოეკლათ

შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა გიორგი შაქარაშვილი მოეკლათ.

პროკურორის თქმით, დღეს ბრალდების მხარე სასამართლოში გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რომლითაც დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლული იყო.

„ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა და გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლული იყო. ასევე გამოვიკვლევთ ვიდეო ჩანაწერებს, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქამრის ბრალდებული მგზავრები მისდევდნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს. ქამრის მგზავრებს ჰქონდათ საკმარისი დრო რათა განეხორციელებინათ მისი მკვლელობა“, - განაცხადა

შეგახსნებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics