23:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 21:11:50, 669 ნახვა

მსოფლიო
ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობები დატოვეს

ყირგიზეთში  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტისა და არეულობის ფონზე პრემიერ-მინისტრმა კუბატბეკ ბორონოვმა  და პარლამენტის თავმჯდომარემ დასტან ჯუმაბეკოვმა თანამდებობები დატოვეს.

პარლამენტმა ახალ პრემიერმინისტრად უკვე დანიშნა სადირ ჟაპაროვი. ჟაპაროვი ყოფილი დეპუტატია, რომელიც პროტესტის ღამეს დემონსტრანტებმა ბიშკეკის ერთ-ერთი ციხიდან გაათავისუფლეს.

ის არეულობების ორგანიზებისთვის 10-წლიან სასჯელს იხდიდა.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში მასშტაბური აქციები 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. წინასწარი შედეგებით პარლამენტში მანდატების უმეტესობა ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა.

აქციებისა და პროსტესტის შემდეგ ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics