00:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 11:54:39, 1018 ნახვა

მსოფლიო
Amnesty International-მა ყარაბაღში კასეტური ბომბების უკანონო გამოყენება დაადგინა

Amnesty International-ის სამხედრო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ აზერბაიჯანის არმიამ სტეფანაკერტის საცხოვრებელ უბნებში კასეტური ბომბები ჩამოყარა.

ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია თავად ავრცელებს.

Amnesty International აცხადებს, რომ კასეტური ბომბების გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რადგან ამ იარაღის გამოყენებისას რთულია სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეების ერთმანეთისგან გამორჩევა. Amnesty International მოუწოდებს ყველა მხარეს დაიცვას სამოქალაქო პირები და ასევე მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუერთდნენ კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ კონვენციას.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირეები 27 სექტემბერს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics