|
2020-10-03 13:06:45, 516 ნახვა
კომენტარი
თურნავა - საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში შეუფერხებლად ხორციელდება
საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში აბსოლუტურად შეუფერხებლად ხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული უსაფრთოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ჩვენს რეგიონში მნიშნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აკისრია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მთლიანად რეგიონალური ეკონომიკის გავითარებისთვის და რასაკვირველია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკების გამართული ფუნქციონირებისთვის. „ამ თვალსაზრისით, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება აბსოლუტურად შეუფერხებლად როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთთან მიმართებაში. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც - კონფლიქტის განახლების მომენტიდან, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების საზღვრის კვეთის სტატისტიკა პრაქტიკულად არ შეცვლილა. სამოქალაქო ტვირთით დატვირთული დაახლოებით 750-დან 800-მდე სატვირთო ავტომობილი ყოველდღიურად კვეთს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღრებს", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მეტიც, კონკრეტულად სომხეთის სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვების უფრო მეტად უსაფრთხო და გამართული ფუნქციონიფრებისთვის ამოქმედდა საბაჟო-გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ძალიან მაღლი ინტენსივობით ემსახურება დღესდღეობით ტვირთებს სომხეთის მიმართულებით და პირიქით, სომხეთიდან გამავალ სატრანზიტო ტვირთებს. „ინტენსივობა მაღალია, კვეთები მაღალია და ამ კუთხით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს და არც ექნება. ასევე დავამატებ, რომ სამოქალაქო დანიშნულების ტვირთების სატრანზიტო გადაზიდვები საჰაერო გზებითაც შეუფერხებლად ხორციელდება. კონფლიქტის განახლების მომენტიდან ჩვენ რაიმე შეზღუდვა ამ კუთხით არ დაგვიწესებია და არც ვაპირებთ, რომ დავაწესებთ. მთლიანობაში, იმედს გამოვთქვამთ, რომ რეგიონში მშვიდობა მალე აღდგება და ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)