04:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 12:50:30, 559 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება“ არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება“ არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" არ არის სასიამოვნო იმ პოლემიკაში შესვლა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი ინიციატივით არ დაწყებულა. ჩვენ მუდმივად მოპასუხის როლში ვიყავით.

ბუნებრივია ყველა ხვდება როგორი ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგევართ - ან ქვეყანა დაიღუპება, ან გადავარჩენთ და ყველანი ერთად ჩავებმევით იმ ფერხულში, რომელსაც ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ჰქვია.

ასეთ დროს ოპოზიციას შორის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა დამაზიანებელია მთელი კამპანიისთვის.

არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. კონკურენტი მხოლოდ მმართველი პარტიაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია“, - განაცხადა უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics