19:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 10:58:04, 656 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა და საერთო ჯამში 1,002,461-ს შეადგენს.

შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები worldometers-ზეა განთავსებული.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით covid-19-ის 33,311,425 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24,639,264-ს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირებითა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც ვირუსის 7,321,343 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 209,453-ს აღწევს. მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, სადაც დღემდე ვირუსს 141,776 ადამიანი ემსხვერპლა. მესამე ადგილზე კი ინდოეთია. აქ ვირუსის 95,574 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics