02:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 11:25:01, 535 ნახვა

ეკონომიკა
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა.

ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.91 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. გარდა ამისა, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4 პროცენტით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics