|
2020-09-20 18:18:54, 579 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბეჟან წაქაძესა და თერჯოლის მერობის კანდიდატ ლაშა გოგიაშვილთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში კომპანია „ზეკარმა" 750 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 20 000 აშშ დოლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო გრანტი, ხოლო 250 000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოს შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების" ლიდერებს კომპანიის დირექტორმა დავით კეკუამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დღეში 10 ტონა რძეს ამუშავებს, სამი სახის ყველს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში 17 ადამიანია დასაქმებული.
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)