17:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 17:30:35, 1703 ნახვა

მსოფლიო
ღურწკაიამ, ბასკოვმა და სხვა მომღერლებმა ლუკაშენკოს კლიპი მიუძღვნეს

ღურწკაიამ, ბასკოვმა და სხვა მომღერლებმა ლუკაშენკოს კლიპი მიუძღვნეს.

რუსმა და ბელარუსელმა მომღერლებმა კლიპი ჩაწერეს, სადაც ლუკაშენკოს ცნობილი ციტატა გააჟღერეს - „ძვირფასს არ თმობენ“.

ვიდეო კლიპი aura.by-ის Youtube არხზე განთავსდა, სოციალურ ქსელში კლიპს გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც კლიპის მონაწილე შემსრულებელთა ნაწილმა უარყო, რომ სიმღერა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად ჩაიწერა.

“ბუინოვი უბრალოდ მუსიკოსია. პიანონოზე უკრავს და მღერის”, – თქვა ბუინოვის პროდიუსერმა Open Media-სთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომღერალს უბრალოდ შესთავაზეს კლიპში მონაწილეობა, რასაც ის დათანხმდა და არაფერი იცოდა ლუკაშენკოს ციტატის არსებობაზე სიმღერის ტექსტში.

„მომღერალს არ შეუსრულებია რაიმე სიმღერა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად“ , - ამის შესახებ კი, ფილიპ კირკოროვის წარმომადგენელმა განაცხადა.

Youtube-ზე გამოქვეყნებულ კლიპს გამორთული აქვს როგორც კომენტარების, ისე შეფასების ფუნქცია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics