23:18 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 16:21:38, 547 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - საპარლამენტო არჩევნებზე იქნებიან ამერიკელი დამკვირვებლები

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, - საპარლამენტო არჩევნებზე იქნებიან ამერიკელი დამკვირვებლები.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის მისიის ფარგლებში არჩევნებზე 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი იქნება.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იზიარებს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ეუთოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ მისგან მხარდაჭერა, რომ ამ არჩევნებზე იქნებიან ამერიკელი დამკვირვებლები, რომლებიც მთავარ სადამკვირვებლო მისიაში იქნებიან ჩართული და ეს მისია გახლავთ ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისია, სადაც გვეყოლება როგორც გრძელვადიანი 28 დამკვირვებელი, ისე 350 კაცი მოკლევადიანი დამკვირვებელი. ადგილზე იქნებიან აშშ-ს წარმომადგენლებიც“, - განაცხადა ზალკალიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics