19:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 15:08:28, 1011 ნახვა

რეგიონი
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  - ქალაქ ლანჩხუთის, სოფელ გვიმბალაურის და სოფელ სუფსის მოსახლეობას შეხვდა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება. შეხვედრისას გამოიკვეთა ძირითადად წყალმომარაგებისა და შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხები, რომლის დროული მოგვარება ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვიქნები სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩართული და  ლანჩხუთისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ. მინდა უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას," - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics